Friday, March 28, 2014

       ტრენინგი "ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი" ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის. ტრენინგზე გავეცანი, რომ პროექტებით სწავლება  ხელს უწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და პროექტის პორტფოლიოები. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ, როგორც სასწავლო პროცესში ასევე ჩემი პორტფოლიოს შექმნისას.
       აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს, რათა საშუალება მომეცა გამევლო ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ტრენინგი.

Thursday, March 27, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

1. გავიმეორეთ ტრენინგის წინა დღეს შესწავლილი მასალა;
2. შევისწავლეთ პიკასას ალბომის შექმნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი პორტფოლიოს შექმნისას;
3. მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია;
4. რეფლექსია.

Sunday, March 23, 2014

ტრენინგის მერვე დღე

1. გავიმეორეთ ტრენინგის წინა დღეს შესწავლილი მასალა. გვერდის გაჯეტების შექმნა, რედაქტირება;
2. შევქმენით ფასილიტაციის რესურსები Power Point-ში, რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტის განხორციელებაში;
3. გადავხედე და დავხვეწე ჩემი პორტფოლიო;
4. ვისწალე პორტფოლიოს ატვირთვა და მიბმა ძირითად ბლოგზე;
5. მოვახდინეთ რეფლექსია.

Saturday, March 22, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

1. გავიმეორეთ ტრენინგის წინა დღეს შესწავლილი მასალა;
2. გავეცანი თუ როგორ შევადგინო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის შესაფერისი დავალებები;
3. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა;
4. შევისწავლეთ ბლოგის გვერდის გაჯეტის შექმნა და დავამატეთ ისინი ბლოგზე;
5. მოვახდინეთ შესწავლილი მასალის გამთლიანება.

Saturday, March 15, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

1. გავიმეორეთ ტრენინგის მეხუთე დღეს შესწავლილი მასალა;
2. შევისწავლეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში;
3. გავეცანით მოსწავლის ნამუშევრების შეფასება და შევქმენი პროექტის შესაფერისი შეფასების რუბრიკები;
4. შევისწავლე როგორ ხდება კომენტარის გაკეთება სხვის ბლოგზე;
5. რეფლექსია.

ტრენინგის მეხუთე დღე


  • გავიმეორეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, სურათის ჩასმა, სურათის ზომების შეცვლა, ბლოგის წაშლა;
  • გავეცანი საავტორო უფლებებს და მის მნიშვნელობას,  საავტორო უფლებების შაბლონებს. შევქმენით საავტორო უფლებებისშაბლონი და ჩავსვი მასში გამოყენებული მისამართები.
  • შევქმენი მოსწავლის ბლოგი, გავეცანი გაჯეტებს. შევისწავლე სურათის ჩასმის, ემბედ კოდის და გამოკითხვის გაჯეტის შექმნა, გაჯეტების გადაადგილება.
  • რეფლექსია.                                                                                                                                   ჩემთვის დღევანდელ დღეს შესწავლილი მასალა მეტად მნიშვნელოვანია. იგი გამომადგება ჩემი პირადი პორტფოლიოს შექმნის დროს. 

Sunday, March 9, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე


  • გავიმეორეთ ტრენინგის მესამე დღეს შესწავლილი მასალა;
  • გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს;
  • შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა;
  • მოვახდინეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია;
  • რეფლექსია.