ტრენინგი "ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი" ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის. ტრენინგზე გავეცანი, რომ პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და პროექტის პორტფოლიოები. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ, როგორც სასწავლო პროცესში ასევე ჩემი პორტფოლიოს შექმნისას.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს, რათა საშუალება მომეცა გამევლო ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ტრენინგი.
No comments:
Post a Comment